თეგებით ძიება

"14 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ აბაშაში?“ - ავარიას 37 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთში, იზმირში ავარიის შედეგად, 37 წლის ქართველი ემიგრანტი, სოფო ცომაია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

"ემიგრანტს ტრაილერი შეეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. თურქეთში, იზმირში ტრაგედია დატრიალდა 37 წლის სოფო ცომაიას გლოვობს აბაშა.

მოიხსენიეთ ახლადშესვენებული სოფო.

კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...  

გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს, სიცოცხლე მინდა....

თვითეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია....ნათელი დაუმკვიდროს უფალმა. საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა", - წერს შოთო სიხარულიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა