"ნათია ცოცხალია და ვინც ის გაიტაცა, ციხეშია" - რას წერს ნათია ბახტაძის დედა?
ოკუპირებულ გალში მცხოვრები 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ გამოცემა "ეხო-კავკაზა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია ბახტაძე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს, რასაც მისი დედა არ ადასტურებს.
"ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია“, - წერს ნათიას დედა სოციალურ ქსელში.