თეგებით ძიება

თეთრი ლაქები ფრჩხილებზე, ჭრილობის რთულად შეხორცება... რა პრობლემებზე მეტყველებენ ეს ნიშნები? - გიორგი ღოღობერიძეს რჩევა

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც საუბრობს, როგორ გამოვავლინოთ ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი მხოლოდ ჩივილების და კლინიკური ნიშნების მიხედვით:

ღამის საათებში ფეხების მიდამოში სპაზმი ბევრ ადამიანს აწუხებს. ის ყველაზე ხშირად შესაძლოა, მაგნიუმის, ნატრიუმისა და კალიუმის ნაკლებობით იყოს გამოწვეული. ამიტომ, თუ თქვენ ღამის საათებში ფეხების სპაზმი გაქვთ, ეს სამი ელემენტი უნდა შეამოწმოთ. გარდა ამისა, ღამის საათებში ფეხების სპაზმი ხშირად უშუალოდ იმ მედიკამენტებითაა გამოწვეული, რომლებიც ექიმმა დაგინიშნათ. მედიკამენტებს შორის შესაძლოა, იყოს შარდმდენები.

ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს ანემიის სამკურნალოდ დანიშნული რკინის შემცველი მედიკამენტები, არასტეროიდები. თუ ქოლესტეროლი მაღალი გაქვთ და სტატინებს სვამთ, ისინი ასევე იწვევენ ხოლმე ფეხების მიდამოში სპაზმს, ან კიდევ თუ ოსტეოპოროზის მედიკამენტებს იღებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ფეხებში სპაზმი გაქვთ და გენასკვებათ, შესაძლოა, ჩამოთვლილი მიზეზების შედეგი იყოს.

კანზე თეთრი ფერის ლაქების გაჩენა შესაძლოა, ძალიან ხშირად სპილენძის ნაკლებობას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, ბევრ ადამიანს კანის სიმშრალე აწუხებს, რომლებიც უხშირესად ცხვირის გარშემო სიწითლითა და აქერცვლით ხასიათდება - ეს ყველაფერი A ვიტამინის ნაკლებობით შეიძლება იყოს გამოწვეული. ქსეროდერმა, ანუ კანის სიმშრალე ასევე შესაძლოა, D ვიტამინისა და თუთიის ნაკლებობითაც იყოს გამოწვეული. თუ კანის სიმშრალე ხელის მიდამოში გაწუხებთ, მაშინ მისი ყველაზე ხშირი მიზეზი შესაძლოა, სარეცხი საშუალებები იყოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა