ამერიკა დაცემის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მას კვლავ დიდებულს გავხდით - დონალდ ტრამპი
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უპრეცედენტო უწოდა.
მისი თქმით, ფედერალური ბრალდებების შემდეგ არასდროს ჰქონია ასეთი მხარდაჭერა.
"მადლობა ყველას!!! აქამდე არასდროს მქონია ამდენი მხარდაჭერა არაფერზე. ამ უპრეცედენტო ბრალდებებმა გააღვიძა აშშ. ამერიკა დაცემის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მას კვლავ დიდებულს გავხდით, უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე. ყველანი მიყვარხართ“, - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს.