დედაც და მამაც ყოველთვის მიზიარებენ თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას - რას ამბობს ნატალია ყიფშიძე?
ცნობილი ოჯახის შვილი, ნატალია ყიფშიძე აცხადებს, რომ დედისა და მამისგანაც ცხოვრებისეულ რჩევებს ყოველთვის იღებდა.
„მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა ჩემი ოჯახიდან, ვისგანაც შეფასება არ მიმიღია და ეს ზურაა. ვერ მოვიცალეთ, რომ ერთად დავმსხდარიყავით საყურებლად. აუცილებლად ჩავუსხდებით ერთად და შემდეგ მისგანაც მივიღებ რჩევებ. აბსოლუტურად გახსნილები არიან ჩემთან და ნებისმიერი საკითხში საკუთარ თავს აყენებენ ჩემს ადგილას. არასდროს გამიგია მათგან, ჩემს დროს ასე არ იყო და შენც არ გააკეთოო. დედაც და მამაც ყოველთვის მიზიარებენ თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას…“, - ამბობს ნატალია.