თეგებით ძიება

"ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა" - იუსტიციის სახლი

მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია 17:00 საათიდან თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან.

მომსახურების მიღება, ასევე, შესაძლებელია თბილისის ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებში.

თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა.

აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ გადაეცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ს.

პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას.

სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ, დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა