თეგებით ძიება

„აჭარა შევინარჩუნოთ კი არა, მოდი ტუფლები შეინარჩუნე, ემანდ ბულვარში სეირნობისას რომელიმე აჭარელმა ტუფლებიდან არ ამოგაგდოს“ - ედო ჯავახიძის პასუხი ნიკოლოზ მჟავანაძეს (ვიდეო)

ჟურნალისტი, ედო ჯავახიძე უფლებადამცველ, ნიკოლოზ მჟავანაძეს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ აჭარას რუსი ჯარისკაცების გარეშე ვერ ვინარჩუნებთ და ბათუმში სამხედრო ხომალდი უნდა შემოვიდეს.

„პირველ რიგში აჭარაში შენნაირებს, ლოყაზე ჩქმეტენ და პანჩურს ამოარტყამენ, ბიჭო, შენ მიწისძვრამ შეგაშინა და რა რუსებს დახვდებოდი. აი მაგიტომ არის, რომ უბრძოლველად გაიყიდე ძაღლივით. 

შენგან განსხვავებით აჭარლებმა ღირსება, თავმოყვარეობა და ეროვნული იდენტობა ფულზე კი არ გაცვალეს, შე კანალიზაციის ვირთხავ, იბრძოლეს და სისხლი ჩააქციეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საქმეში. მარტო 2008 წელს 19 ადამიანი ემსხვერპლა აჭარიდან ოკუპანტებთან ბრძოლას, იმ ოკუპანტთან რომელსაც შენ კუდს უქიცინებ და რომელმაც შენ ეგ კოსტუმი ჩაგაცვა...

აჭარა შევინარჩუნოთ კი არა, მოდი ტუფლები შეინარჩუნე, ემანდ ბულვარში სეირნობისას რომელიმე აჭარელმა ტუფლებიდან არ ამოგაგდოს“, - ამბობს ჟურნალისტი თავის ვიდეომიმართვაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა