თეგებით ძიება

2024 წელს ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოში არჩევნებს ვეღარ გააყალბებს – დიმიტრი ხუნდაძე

"ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ 2024 წელს ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ დამკვეთებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს ვეღარ გააყალბებენ.

ამერიკაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არჩევნების შედეგების გაყალბების პროპაგანდასთან დაკავშირებით, ნიშნავს იმას, რომ 2024 წელს ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ დამკვეთებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს ვეღარ გააყალბებენ. 

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი როგორ დასრულდება, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, ჩვენ კი უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ კანონის ძალით პასუხი მოეთხოვოს ყველას, ვინც ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას. ეს არის ხალხის ხმების ქურდობა, ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის წართმევა. ეს არის არა მხოლოდ ანტიდემოკრატიული ქმედება, არამედ, დანაშაული, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დასჯადი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. 

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება გამორჩეული ამომრჩეველთა აქტიურობით და ისტორიული გადაწყვეტილებით – მისცენ ქვეყანას მშვიდობის შენარჩუნების, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური აღმავლობის და ძლიერი ევროპული სახელმწიფოს აღმშენებლობის გარდაუვალი შანსი.მჯერა, ჩვენ გვექნება გრძელვადიანი მანდატი ქართველი ამომრჩევლისგან", - განაცხადა დეპუტატმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა