თეგებით ძიება

რუსები სამხედრო კომისარიატებს წვავენ

რუსული მედიის ინფორმაციით, 29 ივლისიდან 2 აგვისტომდე რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში მოქალაქეებმა სამხედრო კომისარიატების დაწვა 28-ჯერ სცადეს. 

სამხედრო კომისარიატების შენობებისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობები მოსკოვის ოლქის ქალაქ მოჟაისკსა და პოდოლსკში, ვორონეჟის ოლქში, ყაზანში, ომსკში, სანქტ-პეტერბურგში, კალუგაში, ვერხნეურალსკში და კოპეისკში დაფიქსირდა.

ქალაქ კოპეისკში სამხედრო კომისარიატის შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის 54 წლის ქალბატონი დააკავეს. მან შენობას „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა.

ცეცხლის წაკიდების ბრალდებით 34 წლის ქალი დაკავებულია ვერხნეურალსკში და 78 წლის ქალი - ქალაქ კალუგაში.

ზოგი ეჭვმიტანილი ამბობს, რომ თაღლითების მსხვერპლია, რომლებიც თავს FSB-ის ოფიცრებად აცნობდნენ და სამხედრო კომისარიატების დაწვას ავალებდნენ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა