ბავშვის გადასარჩენად თითოეული ლარი მნიშვნელოვანია - 13 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება
გთხოვთ, გულით, სულით. დავეხმაროთ. უნდა გადავარჩინოთ ელისოს ერთადერთი 13 წლის შვილი - სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთევან მაღალაშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:
მეგობრებო,
ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყოველ თქვენგანთან. საოცარი ამბავი მოხდა. ჩვენს უახლოეს მეგობარს, ელისო შენგელიას 13 წლის შვილი გაეთიშა ზურგის ტვინის იშემიური ინსულტით. იცით, რომ ბავშვებში ინსულტი ფაქტიურად არ ხდება, ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ბავშვი აღმოჩნდა მართვით სუნთქვაზე. ინსულტის გამოწვევი მიზეზი ვერ დგინდება საქართველოში, ამიტომ სპეცრეისით მიყავთ თურქეთში. იცით, ამ ყველაფერს რამდენად დიდი თანხები სჭირდება, ამიტომ გთხოვთ, რომ იქნებ ერთად დავეხმაროთ. წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ლარი ბავშვის გადასარჩენად.
გთხოვთ, გულით, სულით. დავეხმაროთ. უნდა გადავარჩინოთ ელისოს ერთადერთი 13 წლის შვილი.
ანგარიშის ნომერი:
#GE71TB7148745163300003
მიმღები: ელისო შენგელია