თეგებით ძიება

დღეს, ჩემს მეხსიერებაში, პირველად თქვა სახელმწიფო ორგანომ სასამართლოს დროებითი განჩინების აღსრულებაზე უარი

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა(NAEC) უარი თქვა, ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაუშვას აბიტურიენტი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო გამოცდაზე დასწრება.

ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი ავრცელებს. სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიტანა სასამართლოში სარჩელი.

„დღეს, ჩემს მეხსიერებაში, პირველად თქვა სახელმწიფო ორგანომ სასამართლოს დროებითი განჩინების აღსრულებაზე უარი.

ნაეკმა აბიტურიენტს მიწერა რომ არ შეასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას - მიზეზი სამართლებრივად უმნიშვნელოა, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ეს არის არა ერთი აბიტურიენტის ან ერთი გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, არამედ ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე დარტყმა. ერთი პრეცედენტის დაშვებაც კი, სასამართლოს გადაწყვვეტილების უპატივცემულობისა, საფრთხს უქმნის ყველა სხვა გადაწყვეტილებას რომ არ აღსრულდეს. 

რატომ აღასრულოს სხვამ გადაწყვეტილება თუ თვით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი თქვა? ძალიან სერიოზულ სამართლებრივი კრიზისის დასაწყისია ეს.

მალე ჩვენს ოფიციალურ განცხადებას შემოგთავაზებთ. მედიას თუ დაგჭირდათ, დამატებით კომენტარს გავაკეთებთ“ - დაწერა ანა არგანაშვილმა სოციალურ ქსელში, მიგვიანებით კი დაუმატა: „ქვეყანა, სადაც ადამიანი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. ანუ ხელისუფლებას თხოვს თავისი სასამართლო გადაწყვეტილების პატივისცემას - როგორი სახელმწიფოა ეს?“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა