თეგებით ძიება

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის განცხადებაშია აღნიშნული.

,,მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით შეუფერხებლად მიმდინარეობს მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან;

მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება; 

მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. 

იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათი; 

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა