თეგებით ძიება

ამერიკის ეკონომიკას ექსტრემალურ სიცხესთან ბრძოლა მილიარდობით ლარი უჯდება

კლიმატის ცვლილების გამო დედამიწაზე ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულებამდე გაიზარდა, რაც ეკონომიკაზეც აისახა.

აშშ შეერთებულ მძღოლები და საწყობის მუშების ნაწილი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, რადგან სამუშაო ადგილებზე ტემპერატურა ხშირად 37 ცელსიუს გრადუსსაც კი აჭარბებს. სხვადასხვა შტატში დასაქმებულები დღის განმავლობაში შემცირებული დროით მუშაობენ, რადგან სიცხემ, შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. 

Lancet Countdown on Health and Climate Change Data-ს მონაცემებით, 2021 წელს სიცხემ 2.5 მილიარდი სამუშაო საათის დაკარგვა გამოიწვია. 

ანალიზით ისიც ირკვევა, რომ 2021 წელს ექსტრემალური სიცხით გამოწვეული შრომის პროდუქტიულობის შემცირების გამო 68 მილიარდი  დოლარის შემოსავალი დაიკარგა.

ქვეყანაში სამუშაოს დანაკარგების მესამედი ერთ, ტეხასის შტატზე მოდის.

ტეხასში დაფუძნებული ანალიტიკური ფირმის, The Perryman Group-ის გამოთვლებით, მიმდინარე წლის მაღალი ტემპერატურა შტატს 9.5 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება, ხოლო თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, 2050 წლისთვის 300 მილიარდ აშშ დოლარსაც გადააჭარბებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა