ვარკეთილში ე.წ სვანების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
ამ წუთებში, ვარკეთილში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ სვანების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. ინფორმაციას „ორაიმტაიმი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე - მაშველები იმყოფებიან.