თეგებით ძიება

„ არ გაუშვათ შვილები სათამაშოდ მარტო, გაყევით. არაა კარგი ამბავი! საშიშიაა!“ - რა მოხდა გორში?

ცხოველთა დამცველი და ვეტერინარი ირმა მთიულიშვილი სოციალურ ქსელში გორში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„გაუნათებელი სკვერები, გაუნათებელი საბავშვო სტადიონები საშიშია და არამარტო გაუნათებელი ხალხო, გუშინ ისეთი ამბავი მოხდა ერთ-ერთ სტადიონთან, ზედ მიბმული ერთად სტადიონი, სკვერი და საბავშვო ბაღი მინომუმ 25 ბავშვი სკვერში თამაშობდა და ამ დროს ვიღაც ავადმყოფი ბავშვენის მიმართულებით საშინელებებს აკეთებდა, ქვეყანა დაავადდა, პედოფილებით გაივსო, ამას ხელს უწყობს მოუწესრიგებელი განათებებიც, საბავშვო ბაღებს კამერების ნაკლებობა. რაღაცას რომ ჰქმნი? მიხედე შე დედააფეთქებულო, მაინც და მაინც მოკლული, დაკარგული, ნაწამები, გაუპატიურებული ბავშვები გინდათ ტვინები რომ გაანძრიოთ? დაყევით და ზაფხულის პერიოდში განათებებს მიხედეთ, სკვერები, სტადიონები მოაწესრიგეთ, არ ხდება კარგი ამბები და შეგნებულად არ ვამბობ, იმიტომ რომ საქმეში ჩართულია შსს, არასრულწლოვანი ბავშვები და მომსწრე ვარ რაც მოხდა. დამაკვალიანეთ ვის მივმართო სასწრაფოდ რომ მოხდეს ნათურების დაყენება მიეხედოს ამ ყველაფერს, ბავშვებს როგორ გააჩერებ ამ სიცხეში სახლში გამოკეტილს? გაანძრიეთ თავები და ტვინები ამოქმედდით რა ხდება სადაც უამრავი ბავშვია იმ ტერიტორიებზე. მშობლებო არ გაუშვათ შვილები სათამაშოდ მარტო, გაყევით. არაა კარგი ამბავი! საშიშიაა!“ - წერს ირმა მთიულიშვილ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა