თეგებით ძიება

ევროპას შეგვიძლია, ვკითხოთ, სად მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს გზას უკრაინაში ომის და ამდენი სისხლისღვრის გამომწვევი კონფლიქტების დასასრულებლად - რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ეჭვი გამოთქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები სწორი მიმართულებით არ მიდიან მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ინფორმაციას „ვატიკან ნიუსი“ ავრცელებს.

„ევროპისადმი ღრმა სიყვარულით და დიალოგის სულისკვეთებით, რომელიც განასხვავებს ამ კონტინენტს, შეგვიძლია, ვკითხოთ მას: „სად მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს მშვიდობის გზას, კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის და ამდენი სისხლისღვრის გამომწვევი კონფლიქტების დასასრულებლად?“, – აღნიშნა პაპმა.

პონტიფიკოსმა დაგმო იარაღის წარმოებაში ინვესტიციების ზრდა და აღნიშნა, რომ იარაღი არ არის სამომავლო ინვესტიცია, მას შეუძლია ადამიანური კაპიტალის ამოწურვა, ისეთის, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და სახელმწიფოებრივი კეთილდღეობა.

„აუცილებელია განვითარდეს სამშვიდობო დიპლომატია, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მოგვარებისა და დაძაბულობის შესამცირებლად“, – განაცხადა პაპმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა