თეგებით ძიება

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ კახეთში, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები დააზარალა

ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და ხეები დაგლიჯა.

"დილიდან ვმუშაობთ, განცხადებებს ვიღებთ. ამ წუთისათვის უკვე შვიდი განცხადებაა შემოსული, რომ სახურავები დაზიანდა. სოფელ ქისტაურისა და არგოხის მცხოვრებლებმა მოგვმართეს. ჩავა ადგილზე ინფრასტრუქტურის სამსახური და შევაფასებთ, რა დახმარება უნდა გავუწიოთ. ხეებს რაც შეეხება, გზა უკვე ავასუფთავეთ", - განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა.

საკარმიდამო ნაკვეთები და ვენახებია დასეტყვილი გურჯააანში. ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით, ათ წუთს გაგრძელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა