რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ეკლესია დაბომბეს - არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრში ეკლესია დაბომბეს. დაბომბვის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის რეგიონული სამხედრო ხელმძღვანელი, ოლექსი პროკუდინი Telegram-ზე ავრცელებს.
"დაშავდა ტროლეიბუსის სამი მგზავრი, რომლებიც რუსული დაბომბვის დროს კათედრალის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა", - წერს პროკუდინი.
მისივე ცნობით, დაშავებულები არიან 39 წლის ქალი და 53 წლის კაცი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება უკვე ჩაუტარდათ. შედარებით მძიმედ დაშავდა 74 წლის კაცი, მას გულმკერდის დაზიანებები და ტვინის დახურული ჭრილობა აღენიშნება.