ილიკო სუხიშვილის უმშვენიერესი მეუღლე და დიდი ტრაგედია - ამბავი, რომელმაც საქართველო შეძრა
ბევრმა არ იცის, რომ სუხიშვილების ლეგენდარული ოჯახის მემკვიდრეს, უმცროს ილიკო სუხიშვილს ტრაგიკული სასიყვარულო ისტორია აქვს.
ის დაოჯახებული იყო უმშვენიერეს მოცეკვავეზე, გვანცა შერგელაშვილზე. 2001 წელს მომხდარი ამბავი კი მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
22 წლის წინ, ვენესუელაში, ლარას შტატის ქალაქ ბარკუისიმეტოში, გასტროლებზე ჩასული საქართველოს ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე, 21 წლის გვანცა მოკლეს.
გვანცა, ილიკო და მათი ორი მეგობარი კონცერტიდან სასტუმროში დაბრუნდნენ, მაგრამ აღმოაჩინეს რომ სიგარეტი გაუთავდათ, რის გამოც, სასტუმროს ვესტბიულში ჩასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ დაკეტილი დახვდათ, სამაგიეროდ უთხრეს, რომ იქვე სულ რაღაც 300 მეტრში კაფე იყო, სადაც მათ ყველაფრის შეძენა შეეძლოთ.