თეგებით ძიება
03. 08. 2023 მსოფლიო

კოსტა რიკაში 29 წლის ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამა

კოსტა რიკის მოყვარულთა გუნდის Deportivo Cañas-ის 29 წლის ფეხბურთელი ხესუს ალბერტო ლოპეს ორტიზი მდინარეში ნიანგის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

შემთხვევა გუანაკასტეს პროვინციაში მოხდა, როდესაც ფეხბურთელი მდინარე კანასზე ისვენებდა. შემთხვევის შემდეგ ქვეწარმავალი მშვიდად აგრძელებდა მდინარეში ცურვას, სანამ პოლიცია შემთხვევის ადგილზე არ მივიდა.

მათ ცხოველს ესროლეს და სპორტსმენის ცხედარი გადაარჩინეს. საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ ლოპესის დასაკრძალად ათასამდე ადამიანი მივიდა. 

“ეს ძალიან რთული დღეა ყველასთვის. ჩვენ დაგიმახსოვრებთ როგორც მწვრთნელს, ფეხბურთელს და ასევე როგორც მამას. თქვენ ყოველთვის იქნებით ჩვენს გულებში. იფრინეთ მაღლა, მეგობარო”, – ნათქვამია გუნდის წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა