ვალერი მელაძე ცოლს შორდება
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ვალერი მელაძე 9-წლიანი ოფიციალური ქორწინების შემდეგ მეუღლეს, ალბინა ჯანაბაევას შორდება. ამის შესახებ მისმა პროდიუსერმა, ლეონიდ დიუნიკმა განაცხადა.
დიუნიკის თქმით, მომღერალს დიდი ხანია სურდა ოჯახის დატოვება, მაგრამ ჯანაბაევა განქორწინებაზე უარს ამბობდა, რადგან ფიქრობდა, რომ განქორწინება მისთვის ფინანსურად მტკივნეული საკითხი იქნება.
"ჟანაბაევა - ვინ არის ის? მას არ აქვს სოლო კარიერა და არც კლიპები? უბრალოდ „ვიაგრას“ ყოფილი სოლისტია. და მხოლოდ ვალერის ხარჯზე ცხოვრობს", - ამბობს მელაძის პროდიუსერი რუსულ მედიასთან.
ვალერი მელაძისა და ალბინა ჯანაბაევას ურთიერთობა თითქმის 20 წელს ითვლის. 2004 წელს მათ ვაჟი კონსტანტინე შეეძინათ, 10 წლის შემდეგ კი მეორე შვილი - ლუკა, რის შემდეგაც ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ. 2021 წელს პანდემიის პერიოდში წყვილის ოჯახში კიდევ ერთი შვილი, გოგონა აგატა გაჩნდა. ცნობილია, რომ წყვილი მესამე შვილს დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა.
განქორწინების შესახებ წყვილი ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.