რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ - ოლგა სკაბეევა
რუსმა პროპაგანდისტი, ოლგა სკაბეევა თანამემამულეებს მოუწოდებს, რომ საქართველოში წასვლისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სკაბეევამ კომენტარი გააკეთა საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შესვლის გამო განვითარებული მოვლენების შესახებ. იგი უკმაყოფილოა, რომ შეურაცხყოფის მიუხედავად, რუსი ტურისტები საქართველოში მოგზაურობენ და ფულს ხარჯავენ.
„რუსებო, რას მიეთრევით საქართველოში? იქ ფული მიგაქვთ. რამდენ შეურაცხყოფას და სიბინძურეს ხვდებით იქ ყოველ ჯერზე და ამის მიუხედავად რუსი ტურისტები ამ დანაშაულებრივი რეჟიმის სპონსორობას მაინც განაგრძობენ.” - განაცხადა ოლგა სკაბეევამ.