თეგებით ძიება

გადავწყვიტეთ, ჩვენს 19 წლის ქალიშვილს ბინის ქირის და საკვების ფული გამოვართვათ - ემოციური ისტორია

შესაძლოა, ქართველი მშობლებისთვის გასაკვირია, მაგრამ ამერიკელმა მშობლებმა კოდიმ და ერიკამ გადაწყვიტეს მათთან მცხოვრებ 19 წლის ქალიშვილს ბინის ქირა გადაახდევინონ.

ეს იდეა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს და მიაჩნიათ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ახალგაზრდის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად.

„როცა ზრდასრულ შვილს რაიმე მიზეზით არ შეუძლია ცალკე ცხოვრება და ბინის ქირაობა, მაშინ მან უნდა იმუშაოს და ოჯახის ბიუჯეტში წვლილი შეიტანოს" - მიიჩნევენ კოდი და ერიკა. 

კოდიმ და ერიკამ Tiktok-ზე თავიანთ ვიდეოში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ ქალიშვილს ყოველთვიურად 180 ევრო ბინის ქირისთვის გამოართვან და კიდევ 100 ევრო საკვებისთვის.

„ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ გადასახადების გადახდისას ეს გაკვეთილად გამოადგება”, - განმარტა წყვილმა. მართალია, ვიდეოში ისინი არ განმარტავენ, მუშაობს თუ არა მათი ქალიშვილი და როგორ იშოვის ამ ფულს.

გამომწერების აზრი გაიყო. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ამ იდეას თავადაც ცდიდა, სხვებმა აღიარეს, რომ ეს სქემა მათ ოჯახს არ შეეფერებოდა.

„ჩემთვის აშკარა „არა“... შვილებს ყოველთვის დავეხმარები... ასაკის მიუხედავად“,- წერს ერთი ერთი გამომწერი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა