თეგებით ძიება

ავარია გორში - დაშავებული 85 წლის კაცია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ვარიანის შესასვლელში მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად  ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სოფელ ვარიანის მკვიდრი 85 წლის კაცია, რომელიც ერთ-ერთ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა. იგი გორში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

 შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა