თეგებით ძიება
03. 08. 2023 ვიდეო

ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდში მძღოლების საპროტესტო აქციაზე (ვიდეო)

ზუგდიდში სავაჭრო ცენტრ ალიანსთან დილიდან ხმაური იყო - ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები.

როგორც მძღოლები აცხადებენ, ზუგდიდის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი კორუფციული ინტერესების გამო ახალი სადგურის გახსნას ლობირებს და მეორე სადგურში დასაქმებულებს უმუშევრად ტოვებს. ამის გამო, მძღოლები იძულებული გახდნენ, საპროტესტო აქცია გაემართათ. 

მათი მტკიცებით, ზუგდიდის მერია ტრანსპორტის სფეროდან ყოველდღიურად შავი ფულის სახით ე.წ "ატკატებს" იღებს. 

მძღოლების თქმით, საქმის გარჩევაში ე.წ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები. პრობლემის შესახებ იცის ცენტრალურმა ხელისუფლებამაც. 

ახალი სადგური ფეხით სავალ ტროტუარზეა მოწყობილი, რომელიც, მძღოლების ინფორმაციით, საქმიანობას ნებართვის გარეშე აგრძელებს. 

ნახეთ ვიდეო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა