თეგებით ძიება

ჩხუბის დროს ერთი-ორი მუშტი მეც მომხვედრია - მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი გადაცემის დროს რესპონდენტებმა ჩხუბი დაიწყეს და მუშტი მასაც მოხვდა.

„არ ვიცი, ეს გადაცემა განახლდება თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, „ჩაიმ“ თავისი ფუნქცია შეასრულა. ჟურნალისტებს ხშირად გვსაყვედურობენ, ხალხს რატომ აღიზიანებთო. მაგრამ ჟურნალისტის ფუნქციაც ხომ ეს არის, მან ხალხის ნერვები უნდა შეატოკოს, საზოგადოება შეაჯანჯღაროს და გამოაფხიზლოს, დაანახვოს, რა არის კარგი და რა – ცუდი.  ვცდილობდი, ეს ყველაფერი ცოტა უხეშად, გროტესკულად მომეხერხებინა, ვიდრე სხვა გადაცემებშია.

ამიტომაც იყო „ჩაი“ ასეთი გამომწვევი, ზუსტად ისეთი, როგორებიც სინამდვილეში ვართ. რეალურად, ეს გროტესკული გადაცემა იყო, მაგრამ მაყურებლებს ეგონათ, რომ ადამიანებს მე ვაჩხუბებდი. უნდა გამოგიტყდეთ, მიხარია, როცა ქუჩაში მხვდებიან და მეკითხებიან, თქვენი გადაცემა როდის დაბრუნდებაო? თუ მისი აღდგენის საშუალება მექნება, აღვადგენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბის დროს ერთი-ორი მუშტი მეც მომხვედრია (იცინის). ისე კი, სამწუხაროა, რომ ადამიანები ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე ვერ ახერხებენ ურთიერთობას…“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა