პრინცესასავით ვარ, "ზედმეტს" არაფერს ვაკეთებ - რას ამბობს ნუცა თოფურია?
ნუცა თოფურია აცხადებს, რომ პრინცესასვით ცხოვრობს.
დამოუკიდებლობის შეგრძნება პირველად როდის დაგეუფლა?
– ოჯახი ჩემს ცხოვრებაში ჩართულია (ზედმეტად – არა, რა თქმა უნდა). ოჯახური შეკრებები გვაქვს ხოლმე, სადაც მაგალითად, კონცერტებთან დაკავშირებით თავიანთ აზრს მიზიარებენ… თუ დამიჯერებთ, სკოლაში, მეცხრე კლასამდე მშობლებს დავყავდი, რადგან სასკოლო ჩანთა ძალიან მძიმე იყო. დედა, მამა ან ძმა ჩანთას მერხამდე მიმატანინებდნენ ხოლმე… შემდეგ უკვე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა – უკვე დიდი ვარ-მეთქი. დედა ყველგან დამყვებოდა – რეპეტიციაზე თუ კონცერტზე, ჩემს კარიერაში ძალიან ჩართული გახლდათ… ალბათ, დამოუკიდებლობა მაშინ ვიგრძენი, როცა პროექტში – „მხოლოდ ქართული” ვმონაწილეობდი. 19 წლის ვიყავი. მას შემდეგ, ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შემოტრიალდა… უკვე საკუთარი შემოსავალი გამიჩნდა, რომელსაც საყვარელი საქმის კეთებაში ვიღებდი… მიუხედავად ამისა, თავს დამოუკიდებლად მანამდე ვერ ვიგრძნობ, სანამ მეუღლესთან ან შეყვარებულთან ერთად, საცხოვრებლად ცალკე არ გადავალ, რადგან ოჯახი ამის საშუალებას არ მაძლევს (იცინის): პრინცესასავით ვარ – “ზედმეტს” არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს გამზადებულს, გაუთოებულს მახვედრებენ… თან ვფიქრობ, ამის გამო მერე ძალიან არ გამიჭირდეს, მაგრამ – არა, ზუსტად ვიცი, არ გამიჭირდება!
ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა მიგიღია?
ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მითხრა, – მგონია, ჰოლივუდის პირველი მეგრელი ვარსკვლავი იქნებიო (იცინის). სოციალურ ქსელში ბევრი მწერს. 2 დღის წინ, ვიღაცამ უზარმაზარი სასიყვარულო ლექსი დამიწერა. ბევრი ვიცინე…