თეგებით ძიება
03. 08. 2023 მსოფლიო

ხერსონის დაბომბვისას ოკუპანტებმა საბერძნეთის საკონსულო დააზიანეს

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის დაბომბვისას საბერძნეთის საკონსულო დააზიანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს. 

პროკუდინის ცნობით,  დაბომბვის შედეგად ასევე დაზიანდა ბანკების შენობები და წინასწარი დაკავების ცენტრი. 

მანამდე, 22 ივლისს რუსეთის თავდასხმის შედეგად საბერძნეთის საკონსულა დაზიანდა ოდესაშიც. 

ასევე პროკუდინის ინფორმაციით, ბოლო დღის განმავლობაში რუსებმა უკრაინა 55-ჯერ დაბომბეს და 264 ჭურვი გაისროლეს, მათგან 72 ხერსონში ჩამოვარდა.

ოკუპანტებმა ხერსონს გასულ ღამეს შეუტიეს, რუსმა სამხედროებმა ეკლესია დაბომბეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა