თეგებით ძიება

უკრაინაში დაღუპული არჩილ დევრისაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, არჩილ დევრისაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს.

ქართველ გმირს პარასკევს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. შაბათს კი, კოჯრის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

არჩილ დევრისაშვილი 27 ივლისს, ბახმუტთან ახლოს დაბომბვას ემსხვერპლა. ის გამოცდილი სამხედრო და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო, უკრაინაში ბოლოს დანაყოფ ”შავი არწივის” ერთ-ერთ ჯგუფს მეთაურობდა.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 48 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა