თეგებით ძიება

„დაღუპულ მუშებზე, მშენებლებზე, მძღოლებზე საკუთარი სიკვდილისვე დაბრალება არის მორალურად ხრწნადი მდგომარეობა!“ - ირაკლი კუპრაძე

„ლელოს“ წევრი, ირაკლი კუპრაძე თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე მძღოლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„სართიჭალაში მშენებლობაზე მძღოლი გარდაიცვალა, რომელსაც 55 ტონიანი ბეტონის ფილა დაეცა. 

კომპანიის წარმომადგენლები, ღიმილით გვაცნობენ რომ თვითონ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ მუშები არიან თურმე დაუდევრები. 

ზუსტად ამისთვის არსებობს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომლებიც ასეთ დროს უნდა მუშაობდნენ ადგილზე, მართავდნენ პროცესს და პასუხისმგებლობას იღებდნენ მსგავს უბედურ შემთხვევებზე. 

დაღუპულ მუშებზე, მშენებლებზე, მძღოლებზე საკუთარი სიკვდილისვე დაბრალება არის მორალურად ხრწნადი მდგომარეობა და ასევე შრომის კოდექსის უგულებელყოფა!“ - წერს კუპრაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა