თეგებით ძიება
03. 08. 2023 სპორტი

როგორია ხვიჩა კვრაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ახალი ინფორმაცია

გავრცლებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას რამდენიმე დღე იძულებითი დასვენება მოუწევს.

ჟირონასთან ამხანაგურ მატჩში 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა მარცხენა მუხლი დაიზიანა, რის გამოც სავარაუდოდ, 6 აგვისტოს, აუგსბურგთან მოედანზე ვერ გავა.

ჯერჯერობით, მას სამედიცინო გამოკვლევა არ გაუვლია, მაგრამ იტალიური პრესა წერს, რომ დაჟეჟილობა აღენიშნება. აღსადგენად ხვიჩა თერაპიას გაივლის, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში უქმობას ნიშნავს.

კვარამ ჟირონასთან მე-60 წუთიდან ითამაშა, მოედანი კი კოჭლობით და სახვევით დატოვა. დაზიანების გამო მას მონაწილეობა პენალტების სერიაშიც არ მიუღია. აქვე გეტყვით, რომ ქართველ ფეხბურთელს დღეს არ უვარჯიშია.

სეზონის სტარტამდე ორ კვირაზე ოდნავ მეტი დარჩა. ნაპოლი სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის ფროზინონესთან ითამაშებს. მანამდე ორი ამხანაგური თამაში აქვს დაგეგმილი აუგსბურგსა და აპოლონთან, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, გერმანულ გუნდთან ხვიჩას თამაში საეჭვოა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა