ღმერთო, გადაარჩინე ყველა - რა ხდება ამ წუთებში რაჭაში, სადაც მეწყერმა ადამიანები მოიყოლა?
რაჭაში, შოვში, კერძოდ, მჟავე წყლებთან, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი და მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.
შემთხვევა სასტუმრო “სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
ვითარება ძალიან მძიმეა. ადგილობრივების ინფორმაციით, მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო, რის გამოც მაშველები ადგილზე ჯერ არ მისულან.