თეგებით ძიება

მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ელექტროენერგია არ მიეწოდება შოვს და გლოლას - „ენერგო-პრო ჯორჯია“

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება შოვს და სოფელ გლოლას.

"რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება. 

ამ დროისთვს გადაადგილება შეფეხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები." ნათქვამია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერში მოყოლილია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ადგილზე მყოფი მოქალაქეები სამაშველო ვერტმფრენს ელოდებიან. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა