თეგებით ძიება

„2020 წელს სწორედ მანდ ვიყავით ჩასულები ჰესების საწინააღმდეგო აქციაზე... არ შეიძლება მანდ ხეების მოჭრა და დიდი ჰესების აშენება, ვერ შეიგნეს!“ - ზვიად ტომარაძე

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე რაჭაში, შოვში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„რაჭაში მეწყერში 16 ადამიანი მოჰყვა!!!

ადგილობრივების ინფორმაციით, მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო, რის გამოც მაშველები ადგილზე ჯერ არ მისულან“, - წერს ტომარაძე.

„2020 წელს სწორედ მანდ ვიყავით ჩასულები ჰესების საწინააღმდეგო აქციაზე... არ შეიძლება მანდ ხეების მოჭრა და დიდი ჰესების აშენება, ვერ შეიგნეს!“ - დასძენს იგი კომენტარში.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერში მოყოლილია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ადგილზე მყოფი მოქალაქეები სამაშველო ვერტმფრენს ელოდებიან. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა