რუსეთის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს - პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ყველა მაღალჩინოსანი მხოლოდ რუსული წარმოების ავტომობილებით უნდა გადაადგილდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მრეწველობის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ქვეყნის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს. ეს უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე, მაგრამ საშიში არაფერია. პირიქით, უფრო კარგიც არის. ყველა ჩვენ ჩინოვნიკს უნდა ესმოდეს, რომ საჭიროა რუსული ბრენდების, ავტომობილების და სხვა პროდუქციის განვითარება", - განაცხადა მან.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ იმპორტი უნდა იყოს, მაგრამ ისეთი „საბაზისო რამ“, როგორიც არის ავტომობილი, რუსული წარმოების უნდა იყოს.