„ორჯერ წაგვღო ზვავმა მე და ჩემი დისშვილი... ღმერთმა გადაგვარჩინა..“ - დავით ჯალაძე
შსს-ს ინფორმაციით, კურორტ შოვში, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 70-მდე ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
23 წლის დავით ჯალაძე, რომლის სურათმა მთელი საქართველო მოიარა, "ფორმულასთან" ყვება, რომ თავისი წლის დისშვილი მეწყრიდან ზურგზე შესმული ამოიყვანა.
"შოვიდან მოვდიოდით, მინერალური წყლის ასაღებად ვიყავით. ადგილიდან ვეღარ დავიძრით. წინიდან და უკნიდან ზვავი მოდიოდა. საშინელება იყო... ორი ავტომობილით ვიყავით. ის მანქანები წაიღო წყალმა, გადმოსვლა მოვასწარით. როგორღაც გადავრჩი. ორჯერ წაგვღო ზვავმა მე და ჩემი დისშვილი... ღმერთმა გადაგვარჩინა. ჩემო იჯახი, ყველანი გადავრჩით, სხვების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია." - აცხადებს ჯალაძე.