თეგებით ძიება

შოვში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენმა სამაშველო სამუშაოები დილამდე შეაჩერა

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენმა ევაკუაციის სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების დროებით შეჩერების მიზეზი დაღამება გახდა, რადგან სიბნელეში ვერტმფრენი ვერ განაგრძობს მუშაობას.

ადგილზე მუშაობას განაგრძობს ცოცხალი ძალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა, რომ მანამდე სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაცია მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით ხერხდებოდა, რადგან დაახლოებით 500 მეტრის სიგრძის სავალი გზა მეწყერის შედეგად განადგურდა, ასევე წაღებულია ორი ხიდი.

ბოლო ინფორმაციით, რომელიც შსს-მ 20:08 საათზე გაავრცელა ევაკუირებული იყო 70-მდე ადამიანი. უცნობია რამდენი ადამიანი რჩება ამ დრომდე სტიქიის ზონაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა