თეგებით ძიება

ჩართეთ შეიარაღებული ძალები.. ეს ღამე გადამწყვეტია, რათა ყველა სიცოცხლე გადარჩეს - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩართეთ შეიარაღებული ძალები სამაშველო ოპერაციაში, გაანათეთ პროჟექტორებით მთელი პერიმეტრი. ეს ღამე გადამწყვეტია რათა ყველა სიცოცხლე გადარჩეს. რატომ არ არიან ტრაგედიის ადგილზე უმაღლესი მმართველი ივანიშვილი თავისი 14 ვერტმფრენით, სად არი პრემიერ— მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და აგრეთვე პრეზიდენტი რომელმაც როცა დავალება მიიღო უცბად ჩამოიყვანა შარლ მიშელი ოპოზიციის პარლამენტში შესაყრელად იქნებ ახლაც გამოიჩინოს მსგავსი ოპერატიულობა ხალხის გადასარჩენად“ - წერს ნათელაშვილი. 

ცნობისთვის, დღეს კურორტ შოვში მწყერი ჩამოწვა. დამსვენებლები, რომლებიც სტიქიამ გარე სამყაროს მოწყვიტა, მეწყერსაშიში ზონიდან გაყვანილები არიან. მაშველებმა ორი ადამიანების ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა