„ბრიფინგები მაინც დანიშნეთ და გამოეთრიეთ, თქვე კორუმპირებულო ღორებო !“ - ვახო სანაია
ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:
„ხელისუფლება მხოლოდ პროპაგანდისტულ ტელევიზიებს ერთვება. ახლა ამ პროპაგანდისტულ არხებზე სერიალები გადის. ამით გვითხრეს, რომ რაჭაზე მნიშვნელოვანი ის ფილმებია, რომელიც ახლა მათ ეკრანებზეა.
მხოლოდ კრიტიკული არხები მუშაობს უწყვეტად, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენლები არ ერთვებიან.
ესე იგი, ქვეყანა დატოვებულია ინფორმაციის გარეშე. ამ დროს ქვეყანას არ სძინავს და ხალხმა არ იცის, რას მიაწყდეს. დაკარგული ადამიანების ბედზე მოსახლეობამ არაფერი იცის.
ბრიფინგები მაინც დანიშნეთ და გამოეთრიეთ, თქვე კორუმპირებულო ღორებო !“ - წერს სანაია.