ვერტმფრენმა 9 რეისი განახორციელა, 140 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ქეთი კოვზიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაჭაში, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენის 9 რეისი განხორციელდა, რომელმაც ჯამში 140 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა.
80-ზე მეტი ადამიანი სტიქიის ზონიდან დღეს დილით გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ათეულობით მოქალაქე რჩება. სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა.
50 ადამიანთან დაკავშირება კვლავ ვერ ხერხდება.