„გამოეთრევიან დღეს ტრაგიკული ნიღბებით და აქეთ დაგვიწყებენ დამუნათებას...“ - რას წერს ნუგზარ სულაშვილი?
ნუგზარ სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება რაჭაში მომხდარ ტრაგედიას და წერს.
„გამოეთრევიან დღეს ტრაგიკული ნიღბებით და აქეთ დაგვიწყებენ დამუნათებას, "ეს რა ხალახი ხართ, სხვისი უბედურებით მანიპულირებთ, თქვენ არც სტიქია იცით და არც ღვთის მიერ მოვლენილი სასჯელიო".
ვიცით ბატონებო! სტიქიაც ვიცით და მითუმეტეს ის რისხვაც, რომელიც თქვენი შეგუების, არსებობის და ბოგინის გამო გვატყდება თავს სასჯელად, მაგრამ რა ვქნათ, ტრაკი არ გვაქვს კისერი მოგიგრიხოთ და ეს წუწუნი მაინც გვაცადეთ!
ხომ ხედავთ, ნელ-ნელა ვეგუებით ყველა იმ მარაზმს, რის გამოც თავმოყვარე ერმა, დედა თქვენის უკანალები ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტზე უნდა გამოფინოს გასანიავებლად, მარა ვერ ვშვრებით. ტრაკი არ გვაქვს!
ჰოდა ეს მოთქმა, ტირილი და თავში ხელის რტყმა მაინც შეგვარგეთ...
ბოდიშს გიხდით, თუ ჯერ კიდევ ვბედავთ და გეკითხებით: რატომ გვაყრით მიწას?“ - წერს სულაშვილი.