თეგებით ძიება

„რაჭა ყოველთვის წარმოადგენდა მეწყერსაშიშ არეალს. სხვადასხვა დროს მთლიანად სოფლებიც კი "მოწყვეტილა" - რას წერს ურბანისტი?

ურბანისტი, ნიკო კახეთელიძე რაჭაში, შოვში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.

„როგორ აღმოჩნდნენ რაჭველები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (კახეთი, ქვემო ქართლი, აფხაზეთი)? 

რაჭა ყოველთვის წარმოადგენდა მეწყერსაშიშ არეალს. სხვადსახვა დროს მთლიანად სოფლებიც კი "მოწყვეტილა" და ჩახერგილა მდინარეების კალაპოტები. ამის გამო ხდებოდა მათი "გადასახლება". ბევრ კუთხეშია სოფელი რაჭისუბანი!  სხვადასხვა დროს ეს უკავშირდებოდა ზუსტად ამ მოვლენებს

სამწუხაროდ დღესაც მოხდა მსგავსი მოვლენა. მადლობა ღმერთს არ იყო იმ მასშტაბის რაც უწინ ხდებოდა. არც მოსახლეობის მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის მიუხედავად ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და ოპოზიციასთან აფილირებულმა "პერსონებმა" იმდენი სისულელე "აბრეხვეს", რომ მეწყერი დამავიწყდა. ვაკვირდები ხოლმე და ვცდილობ გამოვიცნო ის ვერსიები რა შეიძლება მოიფიქრონ ასეთ დროს. ვერასდროს ვერ "გავარტყი", ძონძები და ბოროტები ხართ და სულ ტყუილად გგონიათ რომ ამ უნიჭო პიარსვლებში ვინმე აგყვებათ. 

გაუმარჯოს რაჭველებს! ღმერთი იყოს თქვენი და დანარჩენი საქართველოს მფარველი. მიყვარხართ.

  P.S   სამწუხაროდ ამ წუთას გავრცელდა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია. ღმერთო გაანათლე მათი სულები“, - წერს კახეთელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა