თეგებით ძიება

"უბადრუკობა! ხალხი ტალახში იხრჩობა და ჩემს "ფიდში" შემორჩნენ ადამიანები, ვინც პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რაჭაში საშინელი სიტუაციაა და ახლა ლოცვის გარდა ადამიანმა არაფერი უნდა აკეთოს.

"ამ მომენტში, ადამიანების გადარჩენისთვის ლოცვის და საკუთარი საქმის (ჩემს შემთხვევაში - გაშუქება) გარდა, რა უნდა აკეთოს ნორმალურმა ადამიანმა არ ვიცი. 

დატოლებების ადგილი და დრო რომ არ არის ეგ ვიცი ზუსტად. 

ხალხი ტალახში იხრჩობა და ჩემს ფიდში შემორჩნენ ადამიანები, ვინც პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს ჰიპოთეზებით - “მიშა რას იზამდა”. 

ასეთი სუსტი, უბადრუკი, უგემოვნო და სასოწარკვეთილი გამოხტომა ცოტაჯერ მინახავს", - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა