"ჩვენს შორის არიან გმირები, რომლებიც არ ჩანან, და ასე ტოვებენ 2 შვილს, ფეხმძიმე ცოლს და მიდიან სხვისი შვილების და ოჯახის წევრების გადასარჩენად" - მარიეტა ჩუბინიძე
მარიეტა ჩუბინიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შოვის სტიქიას ეხმაურება.
"ჩვენს შორის არიან გმირები, რომლებიც არ ჩანან, და ასე ტოვებენ 2 შვილს,ფეხმძიმე ცოლს და მიდიან სხვისი შვილების და ოჯახის წევრების გადასარჩენად.
რესტორან "ქალაქურის" პროფესიონალი ვიდეო-გადამღები ზურა ნემსიწვერიძე და მისი მეგობრები, თავისი დრონით და უდიდესი ენთუზიაზმით გაიმარჯვებენ სიცოცხლით-სიკვდილზე", - წერს მარიეტა ჩუბინიძე.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.
სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.