თეგებით ძიება

სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა 5 პროცესი ერთმანეთს, წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია - რას ამბობს ბითაძე

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა, რომ სად მოხდება სტიქია წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

მისი თქმით, შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ერთმანეთს ხუთი ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რაც ქანების ეროზიით და მყინვარების დნობით იყო გამოწვეული.

ბითაძის თქმით, არსებობს გლაციოლოგიური კვლევები, რომლებიც მყინვარების ინტენსიურად დნობას ადასტურებს როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება კოტეჯებს, მათზე ნებართვები ძველი გაცემული იყო.

„ ეს ხდება იმიტომ, რომ მოვლენები, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, იწვევს ეროზიულ პროცესებს, კლიმატის ცვლილებას, დათბობას, მეტ ნალექს, ქარებს და ა.შ. - ბუნება შეიცვალა და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. 

კოტეჯები, რომელიც იქ არის, ჯერ კიდევ აშენებულია კომუნისტების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით  იყო მეწყრული ზონა, მაგრამ ის რომ 5 ბუნებრივი მოვლენა ერთად ამოქმედდებოდა, გამოწვეულია ქანების ეროზიით და მყინვარების დნობით, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან. ყველა დერეგულაციის ფაქტორის მიუხედავად, გლაციოლოგიური კვლევები მოგვეპოვება, რომელიც აჩვენებს, რომ მყინვარები ინტენსიურად დნება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ეს მგონი ოპოზიციისთვისაც ცნობილია. ასე რომ ეს პროცესები ერთმანეთს დაემთხვა, კოტეჯებზე ნებართვები იყო ძველი გაცემული და როგორც გითხარით, სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა 5 პროცესი, ამის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია.“ - აღნიშნა მაია ბითაძემ.

„გეოლოგიური რუკები რომლებიც სახელმწიფოში მომზადებულია და განსაკუთრებით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მზადდება ინტენსიური დაკვირვების შედეგად, ვაპირებთ, რომ იურიდიულად სავალდებულოდ, საფუძვლად დავუდოთ  ყველა სამშენებლო ნებართვას.  მიუხედავად იმისა, რომ იქ სადაც გეოლოგიური რუკები უკვე არსებობს, ეს საფუძვლად ედება მშენებლობის ნებართვას ან რაიმე კონსტრუქციულ მშენებლობას.“ - განაცხადა მაია ბითაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა