თეგებით ძიება

"მთავრობის უპასუხისმგებლობის გამო, ადამიანებს თვითონ უწევთ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ახლობლების სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა" - ბექა ყორშია

ჟურნალისტი, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შოვის სტიქიას ეხმაურება.

"დილიდან ვკითხულობ პოსტებს ჩვეულებრივი ადამიანების გმირობებზე. ამდენი სამოქალაქო გმირი რომ გვყავს ეს ერთი მხრივ, საამაყოა, მეორე მხრივ კი მძიმე რეალობის ინდიკატორია, კერძოდ იმის, რომ მთავრობის უპასუხისმგებლობის გამო, ადამიანებს თვითონ უწევთ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ახლობლების სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.

სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა. 

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა