შოვის ტრაგედიის გამო “ბათუმი ფესტივალი” დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს
ბათუმი ფესტივალი, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ამ კვირაში დაგეგმილ ყველა კონცერტს აუქმებს.
“ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს. ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულებს ცოცხლებს იპოვნიან,” – განაცხადეს ფესტივალის წარმომადგენლებმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯებიც მოიყოლა. ცნობილია ექვსი დაღუპულის შესახებ.