თეგებით ძიება

ღმერთო, რა გადაიტანეს! კაცს ძლივს ეჭირა ცოლ-შვილი, რომ მეწყერს არ წაეღო - რას ამბობს დაზარალებული რაჭიდან?

დაზარალებული ოქალაქე რაჭიდან ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრი სამმა წევრმა სტიქიას თავი უვნებლად დააღწია, მაგრამ დიდი ტრამვა სიცოცხლის ბოლომდე დარჩებათ.

„შვილი, 4 წლის შვილიშვილი და რძალი დამიბრუნა ღმერთმა. იმ კოტეჯებში ცხოვრობდნენ, გარეთ იყვნენ როცა მთა წამოვიდა, ბავშვი ხელში ეჭირა ჩემს შვილს და რძალი წინიდან აწვებოდა, რომ არ წაქცეულიყვნენ, მერე ვერ მოერივნენ დარტყმას და წააქცია მეწყერმა, ძლივს ეჭირა ცოლ-შვილი, რომ მეწყერს არ წაეღო. 

მერე ბეჭებზე შეისვა შვილი და ოთხზე ხოხვით გამოყვანა, შიგ მეწყერში იდგნენ, ვერსად მიდიოდნენ, ტყის შემოვლით რაჭველი ბიჭები მისულან, გაუდიათ ფიცარი და ისე გამოუყვანიათ. ღმერთმა დალოცოს ყველა, რა გადაიტანეს ვერ ავხსნი...“, - წერს მოქალაქე 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა