"უსასყიდლოდ დავეხმარებით სტიქიის ზონიდან ხალხს გადაადგილებაში" - ონის ავტოსადგური "მგზავრები"
ონის ავტოსადგური "მგზავრები" სოციალურ ქსელში პოსტს აქვყენებს და წერს, რომ სტიქიის ზონიდან ხალხს გადაადგილებაში უფასოდ დაეხმარება.
"ავტოსადგური ,, მგზავრები " ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო!
ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!
უსასყიდლოდ დავეხმარებით სტიქიის ზონიდან ხალხს გადაადგილებაში, ასევე თბილისიდან დახმარების მსურველ ადამიანებს ჩავიყვანთ შოვის ტერიტორიაზე.
დაგვირეკეთ:599 12 09 29", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. დამსვენებლებს პირველადი დახმარება სასტუმროს ადმინისტრაციამ გაუწია და შენობიდან გამოსვლაში დაეხმარა.
სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიის ზონიდან 80-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ახლა უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბანაკში იმყოფებოდნენ.