თეგებით ძიება

თბილისში კაცი დაჭრეს - სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, კიევის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მხილებულია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, 2000 წელს დაბადებული თ.დ., რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა იმერეთში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

საქმეზე აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა